ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიის მეორე კომპაქტის ფარგლებში, ზუგდიდის 5 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. "პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობები ადაფტირებულია შშმ პირებისთვის. ასევე, სკოლები აღჭურვილია სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ეზოებისა და სპორტული მოედნების მოწყობა", -...
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა 98 ხმით დაამტკიცა. მას ნდობა მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" გამოუცხადა, ოპოზიციამ ახალი მთავრობის მხარდაჭერაზე უარი თქვა. მთავრობის შემადგენლობა მცირედით შეიცვალა - მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ 2 ახალი მინისტრია, დანარჩენი მინისტრები წინა მთავრობის შემადგენლობაშიც იყვნენ. მთავრობის ახალი მეთაური გიორგი გახარია გახდა, რომლის გადადგომასაც 20 ივნისის ღამის შემდეგ აქციებზე ითხოვენ. წინა მთავრობაში გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე, 2016-2017...
წინა სტატია შემდეგი სტატია "თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა გაძლიერდეს და რეგიონული მმართველობა არის ჩვენი პრიორიტეტი, მოვა რაღაც დრო, როცა ამაზე ფიქრი მოგვიწევს. ჩვენ თუ ვაკეთებთ უფლებამოსილების დელეგირებას, იმას გარკვეული ინსტრუმენტებიც სჭირდება, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ადგილობრივ დონეზე უკვე იმხელა უფლებამოსილებების დელეგირება მოვახდინეთ, რომლის კომპეტენციაც იქ ჯერ კიდევ არ გვყოფნის", - ასე უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში (მეორე ახუთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტირებული საფარი 4კმ. მანძილზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 908 000 ლარს მოიცავს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი. სამუშაოებს ,,New Pasage” ასრულებს. პროექტი გარდამავალია.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისში გაკეთდა გარე განათება, დაიგო ასფალტი და რაც მთავარია, სოფელი სრულად გაზიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას კვირა.გე ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ სოფელი პატარა დმანისი სომხეთ-საქართველოს საზღვრამდე ბოლო ქართული სოფელია. 2002 წლის მონაცემების მიხედვით, სოფლად მაშინ 169 კაცი ცხოვრობდა, თუმცა ახლა ეს ციფრი თითქმის განახევრებულია. პატარა დმანისი ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარეობს, თუმცა მას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ამ...
ქალაქ ახალციხეში მლაშიხევის (არსებული კოლექტორიდან წმ. დავითისა და კონსტრანტინეს ქუჩამდე) არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, კოლექტორი ქალაქ ახალციხეში, რუსთაველისა და გვარამაძის ქუჩებს შორის არსებული ხევის (მლაშიხევის) გასწვრის მდებარეობს. "მისი რეაბილიტაციით მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემა გვარდება. პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 657 340 ლარით ფინანსდება", - ამბობენ მერიაში.
ქალაქ გურჯაანში, იყალთოელის ქუჩაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საგზაო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია "ვეკო 2017" -მა შეასრულა, რისთვისაც 149 500 ლარამდე დაიხარჯა. გურჯაანში ასევე დასრულდა გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დადიანის ქუჩაზე. საგზაო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ნიუპოვერმა" შეასრულა, რისთვისაც 212 000 ლარი დაიხარჯა. გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა.
ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ბაგრატიონიდან ლეონიძის ქუჩამდე მონაკვეთში, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ უკვე დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობის სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია 38 ერთეული სანიაღვრე ჭის მონტაჟი. მოეწყობა მუნიციპალური ტრანსპორტის გასაჩერებელი და საპარკინგე სივრცეები. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის მაისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 277 ათას ლარს შეადგენს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებში სველი წერტილების და სპორტული დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ანაგის, საქობოს, მაღაროს, ნუკრიანის N2, ილიაწმინდის და ბოდბის სკოლებში რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, ხოლო ვაქირის, სიღნაღის, ხირსის და ნუკრიანის N1 საჯარო სკოლებში სამუშაოები გრძელდება. ახალ სასწავლო წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. 2019 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლის სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლისთვისაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 480 000...
წინა სტატია ქუთაისის მერია ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს რამდენიმე დღეში შეიტანს, - ამის შესახებ "ნიუპრესს" მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა ირაკლი გიორგაძემ დაუდასტურა. "სარჩელი მზადდება იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ფლობს ტორპედოს, ვითხოვთ ტორპედოს 100-პროცენტიანი წილის დაბრუნებას ყოველგვარი ვალის გარეშე, უახლოს დღეებში მომზადდება სარჩელი და წარედგინება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს", - განაცხადა ირაკლი გიორგაძემ. მისი თქმით, ვალი დაახლოებით 3 მილიონამდეა, თუმცა ეს დაუზუსტებელია, ვიდრე...
"ზუგდიდდასუფთავების" ცენტრს რუსული წარმოების, დტ-ს ტრაქტორი ჩამოეწერა. ტექნიკა 1988 წელსაა გამოშვებული, თუმცა ადგილობრივმა გამგეობამ ის 2009 წელს შეიძინა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. გამოცემის ცნობით, საკრებულოს სხდომაზე ცენტრის დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ განმარტა, რომ ტრაქტორი როცა შეიძინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, უკვე ამორტიზებული იყო. ამის მიუხედავად, მისი განმარტებით, კიდევ ხუთი წელი იმუშავა. "21 წლის იყო, როცა შევიძინეთ ეს ტექნიკა. ამორტიზებული იყო, თუმცა აუცილებლობიდან გამომდინარე მოხდა...
წინა სტატია 2020 წლის ზაფხულში ჩვენ სამტრედია-გრიგოლეთის 18-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას ვგეგმავთ, ხოლო 2020 წლის ბოლოსთვის ამ გზის 4 ლოტიდან 2 ლოტი ექსპულატაციაში შევა. ასევე, 2020 წლის ზაფხულში გვექნება საშუალება, რომ ხაშურის შემოვლითი გზაც გვქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. "გაჩერებული პროექტები ეს იყო ოპოზიციის ერთგვარი პიარი, რადგან ხშირ შემთხვევაში...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 79 450 ლარია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სააგენტოში ამბობენ, რომ სატრანსპორტო მომსახურება გულისხმობს წინასწარ დათქმული ადგილებიდან სააღმზრდელო დაწესებულებამდე და სააღმზრდელო დაწესებულებიდან უკან, აღსაზრდელების გადაყვანას, შემსყიდველთან შეთანხმებული მიმართულებებისა და გრაფიკის მიხედვით. ახალი სააღმზრდელო წლიდან, აღსაზრდელთა გადაადგილებისთის, ყოველდღიურად სულ 26 მარშრუტი განხორციელდება.
პარტია  "თავისუფალი საქართველოს'' თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში საბაგიროს მუშაობის გრაფიკის შემცირებას აპროტესტებს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. გოგი წულაიას თქმით, საბაგიროს შეფერხებული მოძრაობა პრობლემას არა მარტო ტურისტებს, არამედ გორის უბნის მცხოვრებლებსაც უქმნით, რადგან გორაზე მიკროავტობუსები არ მოძრაობენ და მოსახლეობა ტრანსპორტად საბაგიროს იყენებს. "საბაგირო დილიდან საღამომდე ყოველდღე მუშაობდა, ახლა კი ყოველდღე არ მუშაობს, და როცა მუშაობენ, მაშინაც დღის მეორე ნახევრიდან.  ახლა ტურისტული სეზონია და...
ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე ძვ.წ.აღ-ის მე-14 საუკუნის საინჟინრო ნაშთები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ქუთაისიპოსტი წერს. გათხრების შედეგად, არქეოლოგებმა გალავნი და თავდაცვითი თხრილები იპოვეს. უქიმერიონის გორასა და გაბაშვილების ბაღის მიმდებარე ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ექსპედიცია ფინანსდება სააგენტოს და ვარაშავის უნისვერსიტეტის სახსრებით. გათხრების მიზანია ძვ.წ. პერიოდის ქალაქის კონტურების დადგენა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი თანამშრომელი დაემატება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე - შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტი.  გადაწყვეტილება წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. კერძოდ, მამუკა წოწერიას თქმით, შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირველი სექტემბრიდან გაჩნდა ვალდებულება, ჰყავდეთ კადრი, რომელიც სპეციალიზირებული იქნება შრომის უსაფრთხოებაზე. ეს იქნება შესაბამისი სერთიფიკატის და აკრედიტაციის მქონე პირი, რომელმაც შრომითი პირობების დაცვა, კონტროლი უნდა უზრუნველყოს. "ეს იქნება დროებითი მოვალეობის შემსრულებლის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ