გორის ბაღების სააგენტო ბავშვების ტრანსპორტირებისთვის 79 450 ლარის დახარჯვას გეგმავს

1282

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 79 450 ლარია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სააგენტოში ამბობენ, რომ სატრანსპორტო მომსახურება გულისხმობს წინასწარ დათქმული ადგილებიდან სააღმზრდელო დაწესებულებამდე და სააღმზრდელო დაწესებულებიდან უკან, აღსაზრდელების გადაყვანას, შემსყიდველთან შეთანხმებული მიმართულებებისა და გრაფიკის მიხედვით.

ახალი სააღმზრდელო წლიდან, აღსაზრდელთა გადაადგილებისთის, ყოველდღიურად სულ 26 მარშრუტი განხორციელდება.