მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია

1963

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა 98 ხმით დაამტკიცა. მას ნდობა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ” გამოუცხადა, ოპოზიციამ ახალი მთავრობის მხარდაჭერაზე უარი თქვა.

მთავრობის შემადგენლობა მცირედით შეიცვალა – მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ 2 ახალი მინისტრია, დანარჩენი მინისტრები წინა მთავრობის შემადგენლობაშიც იყვნენ.

მთავრობის ახალი მეთაური გიორგი გახარია გახდა, რომლის გადადგომასაც 20 ივნისის ღამის შემდეგ აქციებზე ითხოვენ. წინა მთავრობაში გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე, 2016-2017 წლებში ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, 2014-2016 წლებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ხოლო 2013-2016 წლებში – საქართველოს ბიზნესომბუდსმენი. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებამდე, 2008-2013 წლებში გახარია Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი იყო აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში; 2006-2009 წლებში – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი, ხოლო 2004-2008 წლებში – SFK Group-ის გენერალური დირექტორი.

რაც შეეხება მთავრობის სრულ შემადგენლობას:

მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

ნათელა თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი;

ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი;

მიხეილ ბატიაშვილი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;

ეკატერინე ტიკარაძე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი;

ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი;

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი;

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი.

ახალი მთავრობის დაკომპლექტების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა.