12 სექტემბერს, 12:00 საათზე თელავის დემოკრატიის სკოლაში სამართლიანი არჩევნები (ISFED) საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილების შესახებ დისკუსიას გამართავს. შეხვედრაზე განხილული იქნება ასევე სამართლიანი არჩევნების მიერ საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში წარდგენილი რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ და მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ძირითადი ცვლილებები.
საგარეჯოს მუნიციპალტეტის 8 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა, ხოლო სოფელ ყანდაურის, წყაროსთავის, მანავისა და თოხლიაურის სკოლებში ისევ მიმდინარეობს. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს. საგარეჯოს მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამუშაოები 16 სექტემბრამდე დასრულდება და სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება. პროექტის ფარგლებში მოეწყო სველი წერტილები, ხოლო სოფელ გომბორსა და ყანდაურაში საკლასო ოთახებიც გარემონტდა. სამუშაოებისთვის სულ 720 000 ლარია გათვალისწინებული.
წინა სტატია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 41 მილიონი ლარია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავება მიმდინარეობს. კლინიკაში აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო. "დასრულებულია დამხმარე ნაგებობების, სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, ამასთან, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომები...
video
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლაში 5 ოთახს კარი არა აქვს. ესენია: ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, გეოგრაფიის კაბინეტი; ორი გასახდელი (ვაჟების და გოგონების) და სააქტო დარბაზი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ კარის გარეშეა დარჩენილი სათავსოები, ხოლო მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ალექსი ჯოჯიშვილი მათ ლაბორატორიებად მოიხსენიებს. ჯოჯიშვილის თქმით, საგანგაშო არაფერია, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები დროულად...
გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს საბაზო სკოლაში, 16 სექტემბერს, სწავლა არ დაიწყება. ამის მიზეზი ავარიული შენობაა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 60 მოსწავლე, 2019-2020 სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში ივლიან, - ამბობს სკოლის დირექტორი შოთა ფილდიშვილი. „რეგიონული განვითარების ფონდი ხარჯთაღრიცხვას ამზადებს და ველოდებით დასკვნას. ქერეს სკოლის შენობას ან რეაბილიტაცია ჩაუტარდება ან ახალი აშნდება. ეს...
გორის მე-4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება, ამის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. იგივე პრობლემაა 1-ელ საჯარო სკოლაში. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. „მე-4 საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე ვერ დასრულდება, რის გამოც სასწავლო პროცესი გადაიდო“- აცხადებს მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი. რაც შეეხება პირველ საჯარო სკოლას, საგანმანათლებლო დაწესებულების შენობის შიდა რეაბილიტაციის გამო მოსწავლეებს ვერც აქ მიიღებენ. „პირველი საჯარო...
შიდა ქართლში, მიმდინარე წლის ზაფხულში, 44 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. აქედან უმრავლესობა დაუსრულებელია. ახალი, 2019-2020 სასწავლო წელი კი, 2019 წლის 16 სექტემბერს იწყება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო სამსახური წერს. გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტების პრეს-სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის. ოთხივე მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 4 244 000 ლარი გამოიყო. რეაბილიტაცია გრძელდება კასპის...
წინა სტატია შემდეგი სტატია დაწყებულია მუშაობა, რომ "სვეტის“ მსგავსად "ცენტრ-პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია “m2 უძრავი ქონებას“ შორის დღე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც კომპანია “სვეტის“ მიერ დაზარალებული 2 500-მდე ოჯახი ბინას მიიღებს. "ეს წარმატება არ არის საბოლოო, ამ 2 500 ოჯახის მსგავსად, უნდა ვთქვა, კიდევ არიან...
video
"ჩორჩანას ტყის ოკუპაციას აგრძელებენ" - ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" წევრები ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტყეში, დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების მიერ საგუშაგოს მშენებლობის შესახებ. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ შესაძლოა ოკუპანტებმა ის გზა დაიკავონ, რომელიც ქართული პოლიციის საგუშაგომდე მიდის. „ოკუპაცია გრძელდება, ოკუპანტები მოიწევენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვფიქრობ მათ სურთ ჩორჩანას ტყეში მდებარე...
დღეს თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფორუმის 150 წევრი დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებმა  ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში ადგილობრივ დონეზე ქალების მონაწილეობის გაზრდის გზები განიხილეს. მონაწილეების თქმით, მუნიციპალური სერვისები მეტად უნდა იყოს მორგებული ქალების საჭიროებებზე, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა სკოლამდელი განათლებისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის გაუმჯობესება, პროფესიული განათლებისა და  გადამზადების განვითარება და ქალების ხელშეწყობა შრომის ბაზარზე...
შიდა ქართლის მასშტაბით, როგორ ქალაქების, ისე სოფლების საჯარო სკოლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 68 სკოლაში დაგეგმილია 81 პროექტის განხორციელება, რაც სველი წერტილების მოწყობას, სახურავების შეცვლას, გათბობის სისტემის მონტაჟს, კარ-ფანჯრებისა და ელექტრო გაყვანილობის შეცვლას გულისხმობს. უკვე დასრულდა 19 პროექტი. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის №1 და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლევიტანის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა. გორის №1...
გორის N7 საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსია, მიმდინარე წელს, მეორედ გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი განათლება პედიატრიის მიმართულებით და 3-წლიანი გამოცდილება.ასევე აუცილებელია სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში - საოჯახო მედიცინა, პედიატრია ან თერაპევტი. თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციაზე 395 ლარია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში რიტუალების სახლს რეაბილიტაცია უტარდება. სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტისათვის სამუშაოებს შპს „ხაჩა“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება ჯამში 15 197 ლარია. რიტუალების სახლში შეიცვალა სახურავის დაზიანებული ნაწილი, მოეწყო სახურავის საბურველი, დაიგო მეტლახის იატაკი და შეიკიდა პლასტიკატის ჭერი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევში სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 12 585 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სკვერში მოეწყობა დეკორატიული განათების ბოძები, სანაგვე ურნები, ასევე საქანელა და აიწონა-დაიწონა ლითონის და პლასტმასის დეტალებით. სატენდერო წინადადებების მიღება 23 სექტემბერს დასრულდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ უახლოეს წლებში ჩვენ ბათუმში პრაქტიკულად აღარ გვექნება არცერთი ქუჩა, არცერთი უბანი თანამედროვე გზის გარეშე. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძე გაეცნო წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი მაიაკოვსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 3 კმ. სიგრძის ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე უკვე ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს. გამოიცვალა და შესაბამისი მეთოდით დამუშავდა გრუნტი, დამონტაჟდა საკანალიზაციო...
ბათუმში მალე ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ელექტროავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და კომპანია "ბელკომუნამაშს“ შორის უკვე გაფორმდა. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ბელკომუნამაში“, სატენდერო პირობების თანახმად, 8 ერთეული ელექტროავტობუსის მოწოდებას უზრუნველყოფს. სატენდერო თანხა 3 მილიონ 777ათას ევროს შეადგენს. პროექტისათვის აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ