გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევში სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 12 585 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სკვერში მოეწყობა დეკორატიული განათების ბოძები, სანაგვე ურნები, ასევე საქანელა და აიწონა-დაიწონა ლითონის და პლასტმასის დეტალებით. სატენდერო წინადადებების მიღება 23 სექტემბერს დასრულდება.