"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ადვოკატირების შედეგად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ვალეში 4 წლის წინ დაზიანებული სარწყავი არხის აღსადგენად პროექტის მომზადება დაიწყო, უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები კი - 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება, - ასეთი შინაარსის წერილი არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალციხის მერიიდან დღეს მიიღო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებე, არხის აღდგენის ადვოკატირების თხოვნით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ახალციხის ოფისს ვალეში მცხოვრებმა 20-მა ოჯახმა აგვისტოში მიმართა. საველე სამუშაოებისა და მოქალაქეებთან გასაუბრების...
20-21 სექტემბერს აჭარა სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის ქართველი და უცხოელი დელეგატების მთავარი სასაუბრო თემა იქნება "სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი". "კონფერენციის სტუმრებს ევროპულ გამოცდილებას, ღონისძიების სპეციალური სტუმარი ფინეთიდან, ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი კიმმო აალტო გაუზიარებს. ღონისძიებაზე გერმანელი, ბელგიელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები პრეზენტაციებს შემდეგ...
წინა სტატია როდესაც ხეების გაჩეხვაზე საუბრობენ და სურათის დრამატიზების მცდელობაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი ნაწილი, სამწუხაროდ, გამხმარი და დაზიანებული მცენარეები იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის გამო "წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით განუცხადა. კითხვაზე, არსებობდა თუ არა ხეების გაჩეხვის რაიმე ალტერნატივა, დავითაშვილი აცხადებს, რომ ალტერნატივა თუ იარსებებდა, ამას...
"თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“- ამ სათაურით გამოცემა National Geographic-მა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. "ღამის კლუბები, კაფე-ბარები, ინოვაციური სივრცეები, ეს ყველაფერი თბილისს უმაგრეს ადგილს ხდის. თბილისი ეკლექტიკური, დინამიური ქალაქია, ძველი თბილისი ხის აივნებით, პატარა სახლებით გამოირჩევა, აქ თითოეულ ეზოში შეიძლება იპოვოთ კაფე ან ბარი. თბილისში შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ მუზეუმებში, თეატრებში ან მთელი ღამე - ღამის კლუბებში, სადაც...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრიბის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში 20  000-მდე დაავადებულ ხეს მოჭრიან, წლის განმავლობაში კი 12 000-მდე ხეს დარგავენ. "დღეს ყველაზე მეტად რაც ჩვენს ქალაქს სჭირდება, ეს არის ზუსტად მწვანე სივრცეები, თუმცა სერიოზული პრობლემა გვაქვს, ეს არის არსებული ფიჭვები, რომლებიც წლების წინ დაირგო. სერიოზული პრობლემაა. კვლევებია ჩატარებული და ვიცით, რომ ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი და აუცილებელია, განხორციელდეს...
როგორც კი შესუსტდება მუშაობა და კომპანიას არ ეყოლება საკმარისი ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტეთ მასთან ხელშეკრულება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გლდანში - ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა დაავალა. კალაძის შეფასებით, "უპასუხისმგებლო კომპანიების გამო ბრალდებები დედაქალაქის მერზე და მერიაზე გადმოდის“. "გლდანში, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე სამუშაოების პირველი ეტაპი...
წინა სტატია ჭავჭავაძის  გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კონკრეტულ პერიოდში გაგრძელდება-, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მერიის პოზიციაა, რომ პროექტის დროულად დასასრულებლად სამუშაოები ზამთარშიც გაგრძელდეს, თუმცა ეს საკითხი თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. კახა კალაძემ ამ თემაზე მოსახლეობის მოსაზრების გასაცნობად ვაკის...
სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრებ 15 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მერია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემის გადაჭრას განაგრძობს. შესაბამისად, იმ 500-ზე მეტ ოჯახს, რომელთაც ფართები სიმბოლურ ფასად უკვე გადაეცა, კიდევ 15 ოჯახი შეემატება. "ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ შენობა-ნაგებობებში და გარკვეული...
დაბა წყნეთში, ამილახვარის ქ. N21-ში, სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა,- ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა წყნეთელებს პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტული ცენტრის მშენებლობა მათი სურვილი იყო. მისივე თქმით, ანალოგიური მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები თბილისის სხვა რაიონებშიც აშენდება, რათა სპორტის მიმართ ინტერესი გაიზარდოს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოხდეს. "ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების...
ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩა N6-ში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სადაც 113 ოჯახი ცხოვრობს სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი, ბორდიური და 2 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი , მოეწყო. "გამგეობის დაკვეთით განხორციელებული სამუშაოებით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამ კონკრეტული მისამართის მსგავსად, წლის ბოლომდე კაპიტალურად კიდევ ბევრი ეზო და ქუჩა შეკეთდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტაქსების რეფორმა სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. "ტაქსების რეფორმა ჩვენს მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვინდა, რომ ქალაქში ტაქსები მოწესრიგებული, გამართული და სუფთა იყოს. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც ტაქსის სერვისით...
სტატიის გაგრძელება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება,- ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, წელს ფესტივალს სამი ახალი მიმართულება დაემატება. "ფესტივალს დაემატა არტ-მარკეტი. გარდა ამისა, ბრიტანული სეზონის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფესტივალის პირველი კო-პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან, ხოლო თბილისობას, 6 ოქტომბერს, ფესტივალი საჰაერო თეატრს წარმოადგენს. თქვენ იცით, რომ თბილისობა 5-6 ოქტომბერს გაიმართება“, -...
ქართული ფესტივალი "თელავინო“ შევიდა ხუთი საუკეთესო ღვინის ფესტივალის ჩამონათვალში, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე დსთ-ს და მეზობელ ქვეყნებში იმართება, ჩამონათვალი ანალიტიკურმა სააგენტო TurStat-მა შეადგინა. ღვინის ფესტივალი “თელავინო” ყოველწლიურად ტარდება. ის 2014 წელს დააარსა კახეთის მეღვინეთა ამქარმა. ფესტივალი ემთხვევა რთველის შეჯამების პერიოდს და მისი მიზანი არის ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და ქართული ტრადიციული მეღვინეობის პოპულარიზაცია. “ყველა მსურველს ვიწვევთ თელავში, უკვე ტრადიციად ქცეულ ღვინის...
დაბა ასპინძაში ვარძიის ქუჩის მიდებარედ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მერიამ ტენდერი 61 700 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს "ექსიმ მეიდმა“ მიიღო, სამუშაოების შესასრულებლად კი 55 500 ლარი მოითხოვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. პარკში არსებული ძველი ტროტუარი და ბეტონის ბორდიური, ამორტიზებული იატაკის ფილები და განათების ძველი ბოძები მოიხსნება და ახლით შეიცვლება. დემონტაჟის შემდეგ საავტომობილო გზის მხარეს  ბაზალტის ბორდიური მოეწყობა, ხოლო პარკის შიგნით...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ძლიერი გორი" წარმომადგენლები საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილთან ვასილისაჯაბახიძემ და ბექა ქორჩილავამ  პოლიტიკურ - საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების როლი განიხილეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტოები არაფორმალურ გარემოში საკრებულოს წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. საკრებულოს აღნიშნული წევრები არ აკონკრეტებენ რა მიზანს ემსახურება 4 ადგილობრივ თანაპარტიელტან ერთად ოდესაში ჩასვლის აუცილებლობა და რა რესურსით გაემგზავრნენ ისინი უკრაინაში. ბექა ქორჩილავა და ვასილისა ჯაბახიძე აცხადებენ, რომ ვიზიტი...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში რთულ საგზაო მონაკვეთებზე რკინა-ბეტონის გზების მოსაწყობად არმირებული, შედუღებული მავთულბადეები შეიძინა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფლებში მერის წარმომადგენელთა კოორდინაციით, სხვადასხვა მიმართულებით, მავთულბადეების ტრანსპორტირება მიმდინარეობს. "რკინა-ბეტონის გზები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით მოეწყობა", - აცხადებენ მერიაში.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ