გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ძლიერი გორი” წარმომადგენლები საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილთან ვასილისაჯაბახიძემ და ბექა ქორჩილავამ პოლიტიკურ – საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების როლი განიხილეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტოები არაფორმალურ გარემოში საკრებულოს წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
საკრებულოს აღნიშნული წევრები არ აკონკრეტებენ რა მიზანს ემსახურება 4 ადგილობრივ თანაპარტიელტან ერთად ოდესაში ჩასვლის აუცილებლობა და რა რესურსით გაემგზავრნენ ისინი უკრაინაში. ბექა ქორჩილავა და ვასილისა ჯაბახიძე აცხადებენ, რომ ვიზიტი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
“პროექტ ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის ფარგლებში ვიყავით წამოსული უკრაინაში, როგორც პროექტის მონაწილეები. პროექტის ფარგლებში შევხვდით უკრაინელ პოლიტიკოსებს, რამოდენიმე ქალაქში გაგვიზიარეს მათი გამოცდილება. გორიდან ექვსი მონაწილე ვიყავით,” – აღნიშნავენ გორის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები.