წინა სტატია მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ9 ნიუსი ავრცელებს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. აღნიშნულ პროექტზე უკვე დასრულდა სატენდერო პროცედურები და გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც სამუშაოებს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყებს. ფარავნის ტბის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის, ფარავნის ტბის ჯებირისა და...
წინა სტატია ბათუმში, "ოცნების ქალაქში“, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროულად დაწყების მოთხოვნით აქცია გაიმართა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, პროცესი გაჭიანურდა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ გარანტიები არ აქვთ. ბინების გაუცემლობის შემთხვევაში ისინი ადგილების დაკანონებას ითხოვენ. აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ შიში უსაფუძვლოა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში იგეგმება, სამუშაოები...
წინა სტატია პოლიტიკური პარტიებისთვის შუალედურ არჩევნებში კანდიდატის რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. N38 ადიგენის საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  N38 საოლქო საარჩევნო კომისიაში შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა. სხვა პოლიტიკური სუბიექტები კი მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ვეღარ შეძლებენ, რადგან პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის რეგისტრაციის ვადა 27 სექტემბერს 18:00 საათზე ამოიწურა. შესაბამისად, ერთი თვის შემდეგ, N3 არლის საარჩევნო...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვანის ქვაბების ორწლიანი შესწავლის საფუძველზე ძეგლზე გამოვლინდა სხვადასხვა მასშტაბის ჩამონგრევისა და ვითარების გაუარესების ფაქტები. პირველი კრიტიკული არეალი იდენტიფიცირებულია ძეგლის ფასადზე, მეორე კი ძეგლში გამავალი ტურისტული ბილიკის ბოლო მონაკვეთზე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთის საფუძველზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრის მიერ დასრულდა ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მდგომარეობის გადაუდებელი კვლევისა...
ქალაქ ახალციხეში მრავალსართულიანი ბინების სახურავების რეაბილიტაციისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 120 000 ლარამდე გამოიყო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა კვირაში დასრულდება. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა კი სამი წელი იქნება. ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება ხუთ ოქტომბერს იწყება და რვა ოქტომბერს დასრულდება. რეაბილიტაცია ახალციხის მასშტაბით შემდეგ კორპუსებს ჩაუტარდებათ: მესხეთის ქუჩა N11 და N9. რუსთაველის ქუჩა N22 თაბუკაშვილის ქუჩა N40 ივანე ახალციხელის ქუჩა...
პარლამენტის 11 წევრი მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულ პირებზე შრომის ანაზღაურების 35%-იანი დანამატის გავრცელებას ითხოვს, როგორც ეს საჯარო სკოლის პედაგოგების შემთხვევაშია. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.  „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება, რომლის ინიციატორები დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, კარლო კოპალიანი, ერეკლე ტრიპოლსკი, ვიქტორ ჯაფარიძე, გოჩა ენუქიძე, ანზორ ბოლქვაძე, ზაზა პაპუაშვილი, სულხან...
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი დღეს, 30 სექტემბერს, თბილისში დასრულდება. სხდომა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 4 საათზე დაიწყება. უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე საორგანიზაციო კომისიამ, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საერთო ჯამში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 11 შეხვედრა გამართა. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ჩანაწერი 3%-იანი საარჩევნო ბარიერისა და პოლიტიკური პარტიების ბლოკების შესახებ....
წინა სტატია მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება. პროგრამა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ხორციელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი სტანდარტის მაღალი ხარისხის ელექტრონული სერვისების დანერგვას ითვალისწინებს, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ნაკლებ ბიუროკრატიას და მეტ გამჭვირვალობას. „მუნიციპალიტეტებს ამ სიახლის დანერგვის შემდეგ ექნებათ წვდომა...
ზესტაფონში როდინაული-ობჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება. 5 კმ- იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 3 მილიონი ლარით არის დაფინანსებული და პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე პროექტის შესახებ, ადგილობრივ მოსახლეობას, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ. „ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 2 მუნიციპალიტეტს, ზესტაფონს და ბაღდადს დააკავშირებს ერთმანეთთან....
საოცარი სოფელია ქვემო მაჩხაანი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის ეს პატარა და ბევრისთვის უცნობი სოფელი, რომლითაც ქიზიყელები ამაყობენ, მაგრამ ვეღარ პატრონობენ. სოფელი, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნეში იქ მცხოვრებმა ადამიანებმა თვითორგანიზებისა და ინიციატივების საოცარი მაგალითებით შექმნეს. მარტო იმის გახსენებაა საკმარისი, რომ 9 წლის განმავლობაში სოფლის თითოეული მკვიდრი აგროვებდა ფულს იმისათვის, რომ ქვემო მაჩხაანში თეატრი აეშენებინათ... და ააშენეს - 1899 წელს ქვემო მაჩხაანის თეატრი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი მოეწყობა, ასევე რესტავრირება ჩაუტარდება სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის დასრულების შემდეგ, კომპანიას სამუშაოების ჩასატარებლად 45 კალენდარული დღე ექნება. როგორც ცნობილია, აგვისტოს ომში ზეღდულეთიდან 3 სამხედრო და 2 მოქალაქე დაიღუპა.
წინა სტატია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიამ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარებაზე დაიწყო მუშაობა. გერმანულმა კომპანიამ „გოპა“ უკვე დაიწყო კვლევა გერმანიის სახელმწიფო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით. უცხოელი სპეციალისტების მიერ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში წარმოდგენილ პრეზენტაციას, დღეს, თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე დაესწრო. კვლევის მიზანია, ქალაქში არსებული ერთიანი სატრანსპორტო კომპიუტერიზებული, ე.წ „ჭკვიანი“ სისტემების შესწავლა და მათი თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისთვის...
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ადგილობრივმა ბიუჯეტმა სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებისთვის 460 ათასი ლარი გამოყო, - ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, წერს ლაივპრესი. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტის კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიას განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულება იძლევა შესაძლებლობას, საერთო ბიუჯეტის მოცულობა გადიდდეს 2 მილიონი ლარით, რომლის შემდეგ თანხები განაწილდა სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად. ზუგდიდის მერის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ოქტომბრის ბოლოს დასრულდება და ბაღს საზეიმოდ...
ფოთში, წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მშენებლობაზე ხარვეზები გამოვლინდა. სმის შესახებ აიპრესი წერს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ კონტრაქტორ კომპანიას "ტაჰალ გრუპს“ ქონდა შეფერხებები და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოების შესრულებისას გარკვეული ხარვეზები, რის გამოც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მოითხოვა მენეჯმენტის შეცვლა. ამ ეტაპისთვის უკვე დაიწყო კონტრაქტორი კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ ჯგუფების მობილიზება და პარალელურად, რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში ასევე კონტრაქტორი გეგმავს სამუშაო ჯგუფების...
ცაგერის სოფლებში 2 ახალი ამბულატორია შენდება, ასევე რეაბილიტაცია უტარდება 8 ამბულატორიას. სამუშაოების ღირებულება 324 869 ლარია. მშენებარე ამბულატორიებია: სოფელ ორბელში, 80 000 ლარის ღირებულების; ასევე სოფელ ქვედა ცაგერში, თანხით - 84 000 ლარი. რემონტდება: სოფელ ტვიშის ამბულატორია, თანხით - 38 803ლარი; სოფელ ალპანის ამბულატორია, თანხით - 11 452ლარი, სოფელ ღვირიშის ამბულატორია, თანხით - 25 468 ლარი; სოფელ ლასურიაშის ამბულატორია, თანხით  -...
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 180 002.92 ლარია. იგება ასფალტო-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 1372 მეტრი გზა. გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ