ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

494

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 180 002.92 ლარია.

იგება ასფალტო-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 1372 მეტრი გზა. გზის
რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც.