ყოველდღიური არქივი 06.09.2021. 18:07

თამარ გაბუნია: სკოლებისა და უნივერსიტეტების 4 ოქტომბრამდე გახსნა ჯერ არ განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის აკადემიურ გარემოში განახლება თანაბრად მნიშვნელოვანია, რისთვისაც საჭიროა სტუდენტებისა და პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია. „სკოლებსა და...

გახარიას გუნდი ყაზბეგში ერთმა პირმა დატოვა

გახარიას გუნდი ყაზბეგში ერთმა პირმა დატოვა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნათელა ავსაჯანიშვილმა ყოფილი პრემიერის, გახარიას გუნდი დატოვა. მან უკვე მიმართა ადგილობრივ საოლქო საარჩევნო...

სამეგრელოში გიორგი გახარიას გუნდს ტოვებენ

სამეგრელოში გიორგი გახარიას გუნდს ტოვებენ. ინფორმაციას Timer-ზე დაყრდნობით იმედნიუისი  ავრცელებს. ყოფილი პრემიერის გუნდის წევრის ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მარტვილი, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას ბიუროს თანამშრომელმა ფრიდონ ლათათიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე კი მოწერელიას ჩხოროწყუს...

„ევროპული საქართველო“ ახალციხესა და ახალქალაქში ორმა წევრმა დატოვა

არსებული ინფორმაციის თანახმად, „ევროპული საქართველოს“ ახალქალაქის საკრებულოს პროპორციული სიის წევრმა, გევორგ ტონოიანმა, ასევე ამავე პარტიის ახალციხის საკრებულოს პროპორციული სიის წევრმა, გოჩა მდივნიშვილმა ბოკერიას პარტია დატოვეს. ორივე მათგანმა მიმართა საოლქო...

ქვრივიშვილი: პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, 2021 წელს საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,...

ქუთაისში აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი 10 დღით გადაიკეტება

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ბალახვნიდან ფოლკლორის სასახლემდე გზის მონაკვეთი 7 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე დაიკეტება. მიზეზი მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ქუთაისის მერიის ინფორმაციით აღნიშნულ პერიოდში, ამ მონაკვეთზე აკრძალული იქნება ყველა...

მარნეულის საჯარო სკოლებში 42 ვაკანტური ადგილია – მასწავლებლებს 14 საგანმანათლებლო დაწესებულება ეძებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 42 ვაკანტური ადგილია. მასწავლებლებს 14 საგანმანათლებლო დაწესებულება ეძებს. თავისუფალი ადგილები http://teacherjobs.ge/- ზე ქვეყნდება. გთავაზობთ მარნეულის სკოლების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს. ქვემოთ...

ბორჯომში გახარიას პარტიიდან წასული საჯარო მოხელე ზეწოლის ფაქტს უარყოფს

ბორჯომის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელი, მარიამ გელაშვილი, რომელმაც პარტია „საქართველოსთვის“ გასულ კვირას დატოვა, ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პარტიიდან საკუთარი სურვილით წავიდა....
video

დაბა ადიგენში მცხოვრები 60–მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

დაბა ადიგენში მცხოვრები 60–მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს, მათი თქმით დასახლებას არაერთი პრობლემა აქვს, მაგრამ მათი ბედით არავინ ინტერესდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ავარიული...

ქედაში, აკავრეთას ხეობაში, არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა

ქედაში, მერისის ანუ აკავრეთას ხეობაში, კერძოდ სოფელ ნამონასტრევში არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, გამოვლინდა მცირე დარბაზული ტიპის, ორფერდა სახურავიანი...

სინოფარმის პირველ დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია

"სინოფარმის" ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. სინოფარმით...

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კახა კალაძის განცხადებას ეხმიანება და პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმს სთავაზობს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებას ეხმიანება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატი აპირებს მონაწილეობა მიიღოს...

ცესკოს თავმჯდომარე: საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით...

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე 26 დღე დარჩა და საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ,...

ცესკოს თავმჯდომარე: არჩევნების დღეს გაკეთებული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას საარჩევნო ადმინისტრაცია უმოკლეს ვადებში დაიწყებს

როგორც კი კენჭისყრის დღე დასრულდება და შესაბამისად, დასრულდება ხმის დათვლის დროს ვიდეოჩანაწერების გაკეთება, მეორე დღიდანვე საარჩევნო ადმინისტრაცია დაიწყებს ვიდეოჩანაწერების განთავსებას საჯარო სივრცეში, - ამის შესახებ...

“გირჩი” ამომრჩეველს არჩევნებზე “ტესლას” ნაცვლად, “პორშეს” გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობს

ქართულ ბაზარზე შესაბამისი ხარისხის “ტესლა" არ იშოვება, მაგრამ ჩვენ არ გავუცრუებთ გულს ჩვენს გულშემატკივრებს და ახლა მივდივართ, რომ ელექტრონული “პორშე” შევიძინოთ მათთვის, - ამის შესახებ...

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის, მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია საერთაშორისო...

ბლოგი

ტესტი

როგორ იცნობ დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ადგილობრივ თვითმმართველობას?

პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო. დამოუკიდებლობის არასრულ სამ წელში ამ მიმართულებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე 1991 წელს აღდგენილი...

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ