მესტიის სოფელ ნაკრაში მოსახლეობამ აქცია გამართა და ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდების მოთხოვნით გზა გადაკეტა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ სოფელ ლახამულაში ბიტკიონის აპარატები განათავსეს, რის გამოც სოფელს დენის მიწოდება შეეზღუდა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
“დენი ლახამულას გავლით მოგვეწოდება, როგორც ჩანს იქ დატვირთვა მაღალია. მოთხოვნა მოწოდებას აღემატება და ხშირად გვეთიშება ელექტროენეგრია”, – ამბობენ ადგილობრივები.
აქციის მონაწილეებს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდა, მისი თქმით, მოსახლეობა ელექტროსადენების შეცვლას ითხოვს. მერის განცხადებით, ადგილობრივების ნაწილს, ასევე, დამონტაჟებული აქვს ბიოტკიონის აპარატი, რის გამოც დანარჩენი მოსახლეობა ზარალდება.
“აქ არის ძველი ელექტროსადენები, რის შეცვლასაც მოსახელობა ითხოვს. მე ახლაც მათთან ერთად ვიმყოფები და მათი მოთხოვნა აბსლუტურად სამართლიანია. ასევე ხდება ბიტკიონის წარმოება, რომელსაც ისევ ჩვენი მოსახელობა აკეთებს და მეზობელს აზიანებს. უნდა დავყვეთ ახლა მოსახელობას და უნდა ვუთხრათ, რომ შეწყვიტონ წაროება. ჩვენი მოსახლეობა მოხმარებული ელექტროენეტრგიის ფულს არ იხდის და ალბათ, ამის გამო ხდება ეს“, – ამბობს ჟორჟოლიანი.