პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მუშაობის ერთწლიანი ანგარიში გამოაქვეყნა

731

საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მუშაობის ერთწლიანი ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე, კომიტეტმა 26 სხდომა გამართა. კომიტეტის წევრებმა განიხილეს 66 საკითხი, მათ შორის, 28 კანონპროექტი, 17 სარატიფიკაციოდ წარდგენილი ხელშეკრულება და შეთანხმება, 9 აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებული ინფორმაცია და ანგარიში, 1 პარლამენტის დადგენილების პროექტი, 1 მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადება.

ანგარიშის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა, საკანონმდებლო ინიციატივის წესით მოამზადა 6 კანონპროექტი, კომიტეტის წევრებმა – 4. აგრეთვე, ინიცირებულია 20 კანონპროექტი.

გარდა ამისა, წამყვანი კომიტეტის სტატუსით, კომიტეტმა შეიმუშავა და მიიღო 36 დასკვნა, 24 სავალდებულო დასკვნა, განიხილა 8 საკანონმდებლო წინადადება.

რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტი პარლამენტს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს პირველივე სხდომებზე წარუდგენს.