1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ 7 მლნ ლარზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ – 323 675 ლარი, ხოლო ”ნაციონალურ მოძრაობას” – 5 432 ლარი შესწირეს

656

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში მიღებული შემოწირულობებით ლიდერობს „ქართული ოცნება“, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში შემომწირველებმა 7 მლნ ლარზე მეტი შესწირეს.

1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პარტიებს შემდეგი ოდენობით შემოწირულობები აქვთ მიღებული: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 7.343.993 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 323.675.45 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 15.600 ლარი, „გირჩი“ – 15.300, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 12.204 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ – 9.215 ლარი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 5.432 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 900 ლარი, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია – 434 ლარი, „საქართველოს მშვიდობისათვის“ – 200 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 40 ლარი.

მთლიანობაში, აღნიშნულ პერიოდში პარტიებს შემოწირულობის სახით მიღებული აქვს 7.726.993.45 ლარი.

წყარო: ინტერპრესნიუსი