ნაციონალი ნიკა ნარსია ქუთაისისთვის ქალაქი-მუზეუმის სტატუსის მინიჭების მომხრეა

1470

“ქალაქ-მუზეუმი 5-ჯერ მეტ შემოსავალს მოუტანს ქუთაისს”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ნიკა ნარსია.

მისი განცხადებით, ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში საავტომობილო მოძრაობა უნდა შეიზღუდოს, მოეწყოს მეტი  ფეხით სასეირნო ადგილები-სკვერები, ველობილიკები, სტადიონები, მეტად განვითარდეს რეკრიაციული ზონა. მისი აზრით, ეს ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და შესაბამისად, შემოსავლების ზრდას.

“პირველ სკოლასთან, ცისფერყანწელებისა და პუშკინის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა რომ აიკრძალოს, ასევე ქალაქის ცენტრალურ მოედნიდან პარკირების სხვა ადგილზე გადატანა, აქ კი ღია ბარების და კაფეების მოწყობა მოხდეს, ღამით ეს ადგილი მეტად გამოცოცხლდება, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს, ეს არის პოტენციალი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, ქალაქი გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს, გაჩნდება ახალი სამუშო ადგილები”, -განაცხადა ნარსიამ.

შესაბამისი ვიდეო მიმართვა მან სოციალურ ქსელშიც განათავსა.

როგორც ნარსია აცხადებს, ქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარებასთან დაკავშირებით პარტიას აქვს გეგმა, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდება.

წყარო: ნიუპრესი