„თავისუფალმა საქართველომ“ და „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა

ჩვენ არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, თუკი პრინციპულ საკითხად იქნებოდა დაყენებული, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილიყო მერობის საერთო კანდიდატი, ამაზე კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე თანახმა იყვნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა. „თავისუფალმა საქართველომ“ და „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ერთიანი ოპოზიცია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის, ლეიბორისტებთან და “პატრიოტთა ალიანსთან” მართავდა კონსულტაციებს მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით. თუმცა, ბურჯანაძის განმარტებით, “პასუხი არ გვქონდა ბოლო წუთამდე “პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან რას აპირებდნენ და ტელევიზიით გავიგეთ მერობის კანდიდატის დასახელების თაობაზე”.
ნინო ბურჯანაძის განმარტებით, “პატრიოტთა ალიანსის” ეს გადაწყვეტილება პარტიულ კომფორტს უკავშირდება.

“ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ცალკე არც “პატრიოტთა ალიანსს”, მათ შორის, არც სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, მარტო აღებულს არ აქვს არანაირი მეთოდი ხელისუფლების დამარცხების. ყველას ვესაუბრებოდით, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” გარდა. ვინაიდან ჩემთვის “ევროპული საქართველო” არის “ნაციონალური მოძრაობა” და “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენთვის არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ ცხოვრებას, მით უფრო, მას შემდეგ, რაც “ევროპულმა საქართველომ” კარგად მოახერხა ივანიშვილთან გარიგება საკუთარი ინტერესების და პარლამენტში მოხვედრის მიზნით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები
ბორჯომის საკრებულოში რიგით მეშვიდე ფრაქცია "ბორჯომის სიკეთისათვის“ შეიქმნა. წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს, რომელიც იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენეს, ერთ
ბორჯომის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ოპოზიციური პარტიებიდან სხდომას მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები დაესწრნენ, დანარჩენებმა
წინა სტატია მერის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები ზესტაფონის მერიასთან შეიკრიბნენ. მათ პროტესტს შეურთდა "პატრიოტთა ალიანსის" ზესტაფონის
ბორჯომის საკრებულოში, ფრაქცია "პატრიოტების" წევრებმა ფრაქციის თავმჯდომარე ნიკოლოზ კიკნაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
ზესტაფონში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრმა "პატრიოტთა" ალიანსიდან", გიგა გაბრიჭიძემ ბრიფინგი გამართა. მისი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია ,,პატრიოტები ხალხის სამსახურში" იქმნება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას 13 აპრილს დაგეგმილ
"კომუნალური მთავრობა" - ასე ეძახიან ადგილობრივ თვითმმართველობას ბევრ ევროპულ ქვეყანაში, იქ, სადაც ის მართლაც განვითარებულია
წინა სტატია ბორჯომის საკრებულოს წევრების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიცია, საკრებულოს სხდომის პარალელურად, პროვოკაციას გეგმავს. ამასთან
წინა სტატია ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს ათი თანაგუნდელიდან მხოლოდ ორი გაემიჯნა. დანარჩენები ფიქრობენ, რომ
"პატრიოტთა ალიანსის" ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი გოგიტა ბიგვავა ზუგდიდის მერიის მიერ გარევაჭრობის აკრძალვას აკრიტიკებს. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.
NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ
‘ამბობენ, რომ მე თუ ამირჩევთ, ბორჯომში ფული არ წამოვა. ბორჯომს თავისი ფული აქვს და თუ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 24 მაჟორიუტარული და 15 პროპორციული მანდატი მმართველმა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 15 დეპუტატი შედის.
%d bloggers like this: