გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

1629

31 ივლისს, 12:00 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი“ და ინტერენეტგამოცემა „TSpress.ge“ ატარებენ დისკუსიას თემაზე: „თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“.

დისკუსიაზე განხილული იქნება: რას მოუტანს ქალაქ გორს თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევა; რა გამოწვევების წინაშე დადგნენ თვითმმართველი ქალაქები ადგილობრივი არჩევნების წინ და რა გავლენას იქონიებს „თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი, იურისტი ლადო სანიკიძე, „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრისა“ და ინტერენეტგამოცემა „TSpress.ge“-ს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.