მოუწესრიგებელი გზები, წყალმომარაგება და გაზმომარაგება – სამი უმთავრესი პრობლემა სოფლებში

1527

ეროვნულ-დემოკრატული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, სამი უმთავრესი პრობლემა აწუხებთ – მოუწესრიგებელი გზები, წყალმომარაგებისა და გაზით მომარაგების პრობლემები.

კითხვაზე, “რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს, სოფლის მოსახლეობის 46%-მა გზების პრობლემა დაასახელა, 38% გაზით მომარაგების, ხოლო 28% წყალმომარაგების საკითხს ასახელებს.

გარდა ამისა, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს კანალიზაციის (17%), ქუჩის განათების (15%), ნაგვის შეგროვების (15%), საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის (15%), სათამაშო მოედნების (10%) და სხვა პრობლემები აწუხებთ.

ანალოგიური მდგომარეობაა უმცირესობათა დასახლებებშიც. აქაც მოსახლეობის უმეტესობა სამ იგივე პრობლემას გამოყოფს, რასაც საქართველოს სხვა სოფლებში – გზების პრობლემა მოსახლეობის 54%-ს, წყალმომარაგება – 23%-ს, ხოლო ბუნებრივი აირით მომარაგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობის 17%-ს აწუხებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.

იხილეთ კვლევა სრულად

ფოტო: ჩემი ხარაგაული