ქუთაისის მერი: ქალაქში საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგია და მოსახლეობის შიშის საფუძველი არ აქვს

495

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში არსებული ის საწყობები მოინახულა, სადაც სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტებია დასაწყობებული. მერიის ინფორმაციით, ქალაქში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელებში და ცალკეულ მარკეტებში დღემდე არ შეინიშნება დეფიციტი და შესაბამისად, მოქალაქეებს ჩვეული წესით შეუძლიათ ყველაფრის შეძენა.

“პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ სხვადასხვა შიშები, მათ შორის საკვების მარაგის ამოწურვის შიში. ჩვენ რამდენიმე დიდი საწყობი ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ ქალაქში საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგია. ხოლო, მარაგის ამოწურვის შემდეგ, მოხდება მათი ხელახალი შევსება,“ – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.