„აჭარა ტექსტილი” საქართველოში პირბადეების წარმოებას იწყებს

931

სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე აცხადებს, რომ „აჭარა ტექსტილი” საქართველოში პირბადეების წარმოებას იწყებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ლომინაძის თქმით, კომპანია მზადაა 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს, წარმოება კი ეკონომიკის სამინისტროსთან ნიმუშების შეთანხმების შემდეგ დაიწყება.

„გუშინ გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და შევჯერდით გარკვეულ ნედლეულზე, რისგანაც პირბადე უნდა ვაწარმოოთ. როგორც ვიცით, ეს ნედლეული შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში და მათ რეკომენდაცია გაუწიეს მარლისგან პირბადეების დამზადებას. ეკონომიკის სამინისტრომ მოიძია ნედეული საქართველოში და მიმდინარეობს უცხოეთშიც ნედლეულის მოძიება. ჩვენ სამინისტროს შევთავაზეთ 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. როგორც კი საბოლოო ნიმუშებზე შევჯერდებით, მეორე დღესვე შეგვიძლია დავიწყოთ წარმოება”,-აღნიშნა გია ლომინაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო კოორდინირებას უწევს პროცესს, ინვესტიციას კი თავად კომპანია ახორციელებს.