ქუთაისში ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ტენდერი, სავარაუდოდ, 2 კვირაში გამოცხადდება

63
ბალახვანის ას საფეხურიანი კიბის ესკიზი

წინა სტატია

ქუთაისში ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ტენდერი, სავარაუდოდ, 2 კვირაში გამოცხადდება. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქუტურის სამსახურის უფროსმა, ბექა ყურაშვილმა განაცხადა. ინფორმაცია რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.

ბექა ყურაშვილის განმარტებით, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა დასრულების ეტაპზეა.

ყურაშვილი აცხადებს, რომ რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება მილიონი ლარია. მისი თქმით, თანხის ზუსტი რაოდენობა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ იქნება ცნობილი.

საპროექტო დოკუმენტაციას 22 990 ლარად შპს “გეო ანალიტიკა” ამზადებს.