ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სანიტარული პირობების გაუმჯობესებისთვის იაპონიის საელჩოსგან გრანტს მიიღებს

750

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 60 ათას აშშ დოლარამდე გრანტს მიიღებს. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იაპონიის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას პროექტი „სანიტარული პირობების გაუმჯობესება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ დააფინანსოს.

გრანტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ერთ მცირეგაბარიტიან ნაგავმზიდს და 20 სანაგვე ურნას შეიძენს. თანხა, ასევე, სააუდიტორო მომსახურებას და სხვა აუცილებელ ღონისძიებებს მოხმარდება. 

პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტით შეძენილი ნაგავმზიდი, ტურისტული სეზონის პერიოდში, ნარჩენების შეგროვებას მოახდენს დღეში სამჯერ, ხოლო სხვა დროს – დღეში ერთხელ. 

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი ხელს შეუწყობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სანიტარული ვითარების გაუმჯობესებას.