გორის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა სოფლის მეურნეობიდან 11 500 ლარი მიიღეს

458

საკრებულოს წევრებმა “ნაციონალური მოძრაობიდან” გასულ წელს ხელფასთან ერთად, შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდანაც მიიღეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

ფრაქციის “ძლიერი გორი” თავმჯდომარეს ვასილისა ჯაბახიძეს ამ სფეროდან ბოლო ორი წლის განმავლობაში 16 000ლარი აქვს მიღებული (8000-8000 ლარი). ამავე ფრაქციის კიდევ ერთ წევრს, მის თანაპარტიელ ბექა ქორჩილავას კი ამ მხრივ წინა წელთან შედარებით, 2019 წელს უკეთესი შედეგი ჰქონდა. თუ 2018 წელს მისი შემოსავალი ამ სფეროდან 2000 ლარით განისაზღვრებოდა, გასულ წელს ანალოგიური მაჩვენებელი 3500 ლარამდე გაიზარდა. წინა წლისგან განსხვავებით, ქორჩილავას შემოსავალი საოჯახო მეურნეობიდან, 5000 ლარამდე აღარ უფიქსირდება.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, სოფლად ძირითადად სიმინდს, ვაშლს, ჟოლოს, კაკალს და მიწაზე მოსაყვან კულტურებს აწარმოებენ.

გარდა აღნიშნულისა, საკრებულოდან ორივე მათგანს თანხა ხელფასის სახითაც აქვთ მიღებული.

ბექა ქორჩილავამ, როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ხელფასი 2019 წლის იანვრიდან მარტამდე 3216 ლარი მიიღო, ვასილისა ჯაბახიძემ კი აღნიშნულ პერიოდში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობიდან 1920 ლარი, აპრილიდან დეკემბრამდე კი ფრაქციის თავმჯდომარეობიდან 14 147 ლარი მიიღო.

საერთო ჯამში, ბექა ქორჩილავას შემოსავალმა გასულ წელს 6716 ლარი შეადგინა, ვასილისა ჯაბახიძემ კი 2019 წელს შემოსავლის სახით სულ 24 067 ლარი მიიღო.