ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გამო მისმა კონკურენტმა ე.წ. საარჩევნო კამპანია შეწყვიტა

89

აფხაზეთში დეფაქტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგურ არძინბამ კონკურენტის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა.

“იმის გამო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია ჰოსპიტალიზებულია, ადგურ არძინბას წინასაარჩევნო შტაბი დროებით წყვეტს ამომრჩევლებთან შეხვედრებს“, – ნათქვამია არძინბას განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ასლან ბჟანია ჯერ სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანეს.

აფხაზეთის დეფაქტო არჩევნები 22 მარტს უნდა გაიმართოს.