აფხაზეთის მთავრობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებს

66

წინა სტატია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ითვალისწინებს რა საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, აუქმებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მიმდინარე პერიოდისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი 143, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა.

შეგახსენებთ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეკომენდაციები გასცა.