წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: წელს 240 მლნ ლარის ღირებულების 110 პროექტს განვახორციელებთ

761

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გრიგოლ მანდარიას განცხადებით, რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია მიმდინარე წელს 100-ზე მეტი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

გრიგოლ მანდარიას თქმით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საერთაშორისო დონორებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერით 240 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„2019 წლის პროექტებზე ჯამურად, როგორც სახელმწიფო ასევე დონორი ორგანიზაციებიდან, 240-250 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, სახელმწიფოს თანამონაწილეობა 60 მილიონი ლარი იყო. წელს ეს პროპორციულობა შევცვალეთ და სახელმწიფოს თანამონაწილეობა 110 მილიონი ლარის ინვესტიციას შეადგენს. წელსაც მოცემულობაში გვაქვს 240 მილიონი ლარის ინვესტიცია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ გასულ წელს დაწყებული პროექტებით და წელს დაწყებული თუ დაგეგმილი პროექტების ჩათვლით ძალიან ბევრ პრობლემას გადავჭრით ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონიათ უწყვეტი წყალმომარაგება და წყლის ცენტრალიზებული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გიგა მანდარიამ.