ოკუპირებულ გალში 687 ე.წ. აფხაზური პასპორტი გაიცა

749

ოკუპირებულ გალის რაიონში 687 ე.წ. აფხაზური პასპორტი გაიცა. ამის შესახებ დეფაქტო საპასპორტო განყოფილების ხელმძღვანელმა, ვადიმ კვაძბამ განაცხადა.

შეხვედრაზე, რომელიც ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის და პრემიერის, ვალერი ბგანბას ინიციატივით გაიმართა, კვაძბამ აღნიშნა, რომ გალში გასაცემად უკვე მზადაა 28 პასპორტი. ამასთან, მიღებულია 1071 განცხადება.

ჯამში, მისივე ცნობით, აფხაზეთის 148 591-მა მცხოვრებმა მოითხოვა ახალი ე.წ. პასპორტი. მათგან 141 319-მა უკვე მიიღო. გასაცემად მზადაა 2 034 პასპორტი.