თელავის აეროდრომ „მიმინოს” განვითარებაზე რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯება

573

საავიაციო უნივერსიტეტი თელავის აეროდრომ „მიმინოს“ საფარის გაფართოებას და განახლებას გეგმავს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დაგეგმილია მინიმუმ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება, მათ შორის საავიაციო უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით. „საავიაციო უნივერსიტეტი იწყებს ე.წ. „მიმინოში“, თელავის აეროპორტში ინვესტიციის განხორციელებას.

,,დაგეგმილია აეროდრომის საფარის გადიდება და შეცვლა თავიდან ბოლომდე, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კერძო ბიზნეს-ფრენების, 20-30 ადგილიანი თვითმფრინავებისთვის ფრენების განხორციელება გახდეს შესაძლებელი, რაც პერსპექტივაში შიდა ტურიზმს შეუწყობს ხელს.

სამუშაოების განხორციელება შემდგომ საშუალებას მისცემს კერძო კომპანიებს, რომ შიდა ფრენები განახორციელოს. აეროპორტს უკვე ეს სერთიფიკატი და ნებართვა მიღებული ექნება. ეს ინვესტიციაა, რომელიც პერსპექტივას უხსნის შიდა ფრენების განხორციელებას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.