შეუსრულებელი დაპირება და დაუსრულებელი სოციალური სახლი ხულოში

105

სამი წლის წინ შესყიდული სოციალური საცხოვრისისთვის ხულოს მერია საკვამურებსა და სხვა საჭირო მასალებს წელს შეიძენს. სახლი რომელშიც თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, საცხოვრებლად ჯერ კიდევ გამოუდეგარია. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ყოფილი სასამართლოს შენობის მცხოვრებლები, რომლებიც სოციალურ სახლში უნდა შესახლდნენ, კვლავ ამორტიზებულ სახლში ცხოვრობენ. მერიამ ტენდერი ახლახანს გამოაცხადა.

ოპოზიციაში თანხების არამიზნობრიობრივ ხარჯვაზე საუბრობენ. მერიაში კი ირწმუნებიან, რომ  საკვამურები პროექტით გათვალისწინებული არ იყო და მისი შესყიდვა მოქალაქეების მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.