აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი ხორციელდება

518

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ KfW-ს წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, აჭარაში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს და განხორციელებული მოკვლევის შედეგები შეაფასეს.

„წყლის სისტემის პროექტის ფარგლებში, აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ მოქალაქეს წყალმომარაგების და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება.

უკვე განხორციელდა მუნიციპალიტეტების დაბებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მოკვლევა.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას სს „აჭარის წყლის ალიანსი“ კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. პროგრამის ღირებულება 59,5 მილიონი ევროა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.