ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბურ აქციას აანონსებს, სადაც საერთო გეგმას წარადგენენ

506

ოპოზიციის წარმომადგენლები 4 აპრილს საერთო გეგმას წარადგენენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 4 აპრილს „ისტორიული პროცესი” დაიწყება.

„4 აპრილს, 16:00 საათზე იქნება ფართომასშტაბიან აქცია რუსთაველზე. მანამდე გვექნება ბევრი საპროტესტო ღონისძიება, პიკეტირებები, რეგიონებში გასვლა, სხვადასხვა ღონისძიებები. ოპოზიცია 4 აპრილს განვაცხადებთ როგორ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან საარჩევნო კუთხით“, – განაცხადა ვაშაძემ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები წყდება.