ქობულეთის სამ მაღალმთიან სოფელში მზის პანელები დამონტაჟდა

686

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში: ტყემაკარავში, დიდვაკესა და ხინოწმინდაში მზის პანელები დამონტაჟდა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. 

12 ოჯახისთვის მზის პანელების მოწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

სოფლებში ბოლო 35 წლის განმავლობაში მოსახლეობას რთული რელიეფიდან გამომდინარე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. აღნიშნული დანადგარების მეშვეობით აქ მცხოვრებლები დენით , უწყვეტ რეჟიმში ისარგებლებენ. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, საერთო ჯამში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. 50-მდე ოჯახი კი თავიანთ სახლებს სეზონურად, მხოლოდ ზაფხულის პერიოდში უბრუნდება.