ბათუმის მერობის კანდიდატი, სავარაუდოდ, ლაშა კომახიძე იქნება

764

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის მერობის კანდიდატად სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრს,  ლაშა კომახიძეს დაასახელებს. კომახიძე გამარჯვების შემთხვევაში გიორგი ერმაკოვს ჩაანაცვლებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ  ინფორმაციას  არც უარყოფს და არც ადასტურებს.  “ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით” – განუცხადა აჭარის  საზოგადოებრივ  მაუწყებელს ლაშა კომახიძემ.

გიორგი  ერმაკოვი მერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. მან არჩევნებში გამარჯვება 4 წლის წინ მეორე ტურში მოიპოვა.

წყარო: აჭარის ტელევიზია