უკიდურესად გაჭირვებული 6-სულიანი ოჯახი ქობულეთში, რომელიც ავარიულ სახლში ცხოვრობს და დახმარებას მერიისგან ითხოვს

895

ანანიძეების უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ქობულეთიდან, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და მერიისგან დახმარებას ითხოვს. რა პასუხი გასცეს მოქალაქეს ან რა ბედი ელის 6 ადამიანს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების იმედადაა? – ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

უკიდურესად გაჭირვებული ანანიძეების ოჯახი ქობულეთში,  სოფელ წყავროკაში ცხოვრობს. საცხოვრებელი, რომელშიც ოჯახის წევრები ღამეს ათევენ, საძირკველის ნაცვლად, აგურებზე დგას. იმის გამო, რომ 10 წლის წინ შენობა სტიქიის შდგეგად დაზიანდა, ანანიძეებმა სახელწიფოსგან მიღებული კომპენსაციით ახალი საცხოვრებლის მშენებლობა გადაწყვიტეს. ეს საძირკველი, სწორედ მაშინ გაკეთდა.

ანანიძეები მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ და ყოველი გაწვიმებისას, ოთახებში წყალი ჩადის. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, დახმარებასაც იღებენ, თუმცა, მედიკამენტების შესაძენად არ ყოფნით. ოჯახმა მერიას დახმარების თხოვნით მიმართა, რათა სახლის საძირკველის გამაგრებაში დაეხმარონ. შესამოწმებლად როგორც ამირან ანანიძე ყვება, გეოლოგები სოფელში დაახლოებით 3 კვირის წინ იმყოფებოდნენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საკითხთან დაკავშირებით მხოლოთ წერილობითი განმარტება გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, ანანიძეების ოჯახსთვის 2010 წელს 5000  ლარი გამოიყო.

ქობულეთის მერიაში განმარტეს, რომ უწყების პროგრამის  “სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები“  მოქალაქე ბენეფიციარი ვერ გახდება, რადგან პროგრამა იმ საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლას ითვალისწინებსმ, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობიდან ექმნებათ საფრთხე და ეს გეოლოგირუი სამსახურის დასკვნითაა დადასტურებული.