ფოთში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა

1279

ფოთში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის საძირკველის ჩაყრის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ფოთის მერი, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე, ფოთის თიზ-ის ინვესტიციების მოზიდვის უფროსი თამარ სახეიშვილი, შპს სდტ ჯორჯიას დამფუძნებელი ჯიაკომო ძამატიო და გენერალური დირექტორი მანავ კუმარი ესწრებიდნენ.

ქარხანა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5000 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე შენდება, სადაც ქართული და უცხოური ნედლეულის- ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები ჩამოისხმევა, რომლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში განხორციელდება. პროექტის მიხედვით, წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება.

პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომელთა რაოდენობა 2021 წლისთვის გაიზრდება 100 თანამშრომლამდე.

ქარხანაში დასაქმებული მუშები სპეციალურ გადამზადებას ჩინეთში, ანალოგიური ტიპის ქარხანაში გაივლიან.

,,ნიშანდობლივია ის ,რომ აქ დამზადებული კომპონენტები გავა ისეთ მნიშვნლოვან ბაზრებზე მსოფლიოში, როგორიც არის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ასევე იქნება მექსიკა, ჩინეთი და სხვა ბაზრებიინვესტორი არის იტალიელი, რომელიც ანალოგიურ საწარმოს ფლობს როგორც იტალიაში,ასევე ჩინეთშირაც შეეხება პროექტის ვადებს, ჩვენ ვფიქრობთ , რომ ქარხნის გახსნას შევძლებთ 2020 წლის ოქტომბრის თვეში,“- განაცხადა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალძემ.