გახარია მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე: მაინცდამაინც “დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას

871

ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ “დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას. მთავრობის სხდომა მაქვს და ცოტა მეჩქარება“, – განუცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, შესაძლო გადადგომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია 2019 წლის სექტემბრამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა დარბევის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მის გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა ამის ნაცვლად ის პრემიერად დაინიშნა.