ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

46

ქუთაისის მერია გრიშაშვილის ქუჩაზე გზის რეკონსტრუქციას გეგმავს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

პროექტის მიხედვით სამუშაოებს 944 481 ლარი დასჭირდება.

ქუჩაზე უნდა მოხდეს გზის ახალი საფარის დაგება და ტროტუარების მოწესრიგება. ქუჩაზე გათვალისწინებული იქნება საპარკინგე ადგილები, მათ შორის შშმ პირებისთვის.

სამუშაოები შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

მიმდინარე წელს ქუთაისის მერია კიდევ რამდენიმე ქუჩის რეკონსტრუქციას გეგმავს. მათ შორის არის წერეთლის, ჯიბლძისა და ხახანაშვილის ქუჩები.