ბათუმში ანბანის კოშკთან ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე აქცია გაიმართა

60

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბათუმში, ანბანის კოშკთან, ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე, საზოგადოება “ბათომი” და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კომპანია “სილქ ქროუდ გრუპისგან” განმარტებებს ითხოვენ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

“რივიერას“ ტერიტორია შემოსაზღვრულია, არ ვიცით შიგნით რა ხდება, რა სამუშაოებს ახორციელებს კომპანია, საჯარო უწყებებიდან მეტ ინფორმაციას ვითხოვთ, თუ რა სტადიაშია სამშენებლო ნებართვის პროცესი”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ექვსი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება, რასაც საზოგადოება “ბათომი” და ბათუმის მცხოვრებლებთა ნაწილი აპროტესტებს.