„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ აქცია დღესაც გამართა

105

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

„არა ბეტონს – გვინდა მწვანე სივრცე“, – ამ ლოზუნგით „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ აქცია-პერფორმანსი დღესაც გამართა.

აქციის მონაწილეებმა საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო მოედანზე სიმბოლურად სხვადასხვა მცენარის თესლები გადაყარეს და ბაღის მიმდებარედ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

მათი თქმით, ახალი საცხოვრებელი კორპუსი „ანას ბაღს“ ემიჯნება და რეკრეაციულ სივრცეს საფრთხეს უქმნის, ამიტომ ისინი მერიისგან ადგილმონაცვლეობას ითხოვენ.

„ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ წარმომადგენელი აქციის მონაწილეების საპასუხოდ განმარტავს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და ის არათუ საფრთხეს უქმნის ბაღს, არამედ პროექტით მისი გაფართოებაა დაგეგმილი.

კომპანიის წარმომადგენელის თქმით, 300 კვადრატული მეტრიდან ბაღის ფართობი 1000 კვადრატულამდე გაიზრდება. ამ დაპირების მიუხედავად, აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გააგრძელებენ.

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს,  ბოლო დღეებია აქცია მიმდინარეობს.  პარასკევს, 10 იანვარს კი, აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.