აქცია ქარელის სოფელ რუისში – მოსახლეობა სტადიონის ტერიტორიის აუქციანზე გაყიდვას აპროტესტებს

736

სტატიის გაგრძელება

საპროტესტო აქცია სოფელ რუისში-მოსახლეობა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახამდაც სოფლის კუთვნილი სტადიონის ტერიტორია აუქციანზე იყიდება. ინფორმაციას ნიუპოსტი აქვეყნებს. 

ადგილობრივები ამბობენ, ერთ ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი ხვალ გასხვისდება, რის შემდეგაც 2500 კომლიან სოფელში სპორტის განვითარება საბოლოოდ შეწყდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელისუფლებამ შეაჩეროს აუქციონი, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყება.

ქარელის მერის თანაშემწე ალეკო ღამბარაშვილი, რომელიც შეკრებილებს შეხვდა აცხადებს, რომ მერია კანონის ფარგლებში მოქმედებს და ხალხის მოთხოვნა გათვალოსწინებული ვერ იქნება.