ახალციხეს 16-მეტრიანი ნაძვის ხე ექნება

934

5 დეკემბერს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა, ახალციხეში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მოსართავად რკინის კონსტრუქცია დადგეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს

ახალი ნაძვის ხე, ქალაქის ცენტრალურ პარკში, მესხეთის თეატრის წინ დამონჯაჟდება.

„ნაძვის ხე 16 მეტრია, დღეს დავდგამთ კარკასს. მორთვა სხვა კომპანიას დაევალება. წიწვები და სათამაშოები ერთად უნდა აიწყოს. ამას გააკეთებს ის, ვინც მორიგ ტენდერში გაიმარჯვებს“,- გვითხრა შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსმა კობა კურტანიძემ.

საახალწლო ნაძვის ხის მოსართავების შესაძენად, ახალციხის მერიამ ტენდერი 13 500 ლარზე გამოაცხადა, წინადადების მიღება ხვალ, ექვს დეკემბერს მთავრდება.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალება ნაძვის ხის მორთვაც.

მუნიციპალიტეტმა საახალწლო მზადება ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო, ნაძვის ხის 31 211 ლარად ყიდვაზე მერიამ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე თვით ადრე იზრუნა.