გორის მერია ოთხშვილიან ოჯახებს ერთჯერადად 400 ლარით დაეხმარება

115

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული და ინფრასტრუქტურის კომისიაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესზე იმსჯელეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც კომისიაზე გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტი ერთჯერადად 400 ლარით დაეხმარება 4 შვილიან ოჯახებს. დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე ბავშვიანი ოჯახები.

“ეს არის ერთჯერადი დახმარება რომელსაც ყველა ოჯახი მიიღებს, განურჩევლად სოციალური სტატუსისა”, – თქვა მერიის წარმომადგენელმა.