ისნის გამგეობამ 9 თვეში ინფრასტრუქტურაზე 14 669 232 ლარი დახარჯა

1079
თბილისი, საბურთალოს რაიონი

ისნის გამგეობა ავრცელებს ინფორმაციას, 2019 წელს, ცხრა თვის განმავლობაში რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაატარა.

მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა 50 998 კვ.მ ფართობზე; სანიაღვრე ქსელი მოეწყო 4 მისამართზე;  რეკრეაციული სივრცეების განვითარებისთვის მოეწყო 16 ახალი სკვერი; 2 მისამართზე 23 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. მათ ადგილას მოეწყო სკვერი და ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები; ასევე მოეწყო 14 მრავალფუნქციური სპორტული მოედანი; რეაბილიტირდა და განახლდა 7 საბავშვო გასართობი მოედანი; მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები ჩატარდა 436 მისამართზე; მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მოეწყო 6 საყრდენი კედელი; ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის მოეწყო 12 ფიტნეს ზონა;

ისნის გამგეობის ცნობით, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო 193 მისამართზე განხორციელდა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 136 პროექტი დაფინანსდა; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა 10 ღონისძიება;

2019 წლის ცხრა თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 14 669 232 ლარი დაიხარჯა.