განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

567

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბატიაშვილი პოსტიდან საკუთარი სურვილით გადადგა. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა მას განათლების რეფორმის დაწყებისთვის და განაცხადა, რომ ეს სფერო მთავრობის პრიორიტეტად კვლავ რჩება.

ვინ იქნება ბატიაშვილის შემცვლელი, ამის შესახებ ცნობილი, ჯერჯერობით, არ არის.