ახალციხეში კეცხოველის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1484

ახალციხეში კეცხოველის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

“დაგეგმილია 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება სამანქანო გზას, საფეხმავლო ბილიკებს, სანიაღვრე კოლექტორებს, ეზოებში შესასვლელებს, კედლებსა და ლითონის ღობეებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 554 321 ლარით ფინანსდება”, – აცხადებენ ახალციხის მერიაში.