ზუგდიდის მერიის ჯანდაცვის კომისიამ 38 ბენეფიციარი დააფინანსა

553

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ 38 ბენეფიციარი დააფინანსა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებით, 32 მოქალაქეს ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა, ექვსს კომპიუტერული კვლევა, ხოლო 12 მოქალაქეს ოპერაცია დაუფინანსდა.

აგრეთვე, სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა დაუნის სინდრომის მქონე 2 ბენეფიციარს.

“სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად 16 050 ლარი დაიხარჯა”, – ამბობენ მერიაში.