BBC Travel-მა წყალტუბოს ვრცელი სტატია მიუძღვნა

53

BBC Travel-ი წყალტუბოს ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიის ავტორი ტეილორ ვიდმანი იმ ცვლილებებზე წერს, რომლებიც კურორტმა საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დღემდე განიცადა.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, წყალტუბო, საბჭოთა ელიტისთვის ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო. თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კურორტი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„ულამაზესი ხედები, სუბტროპიკული კლიმატი და თბილი რადონ-კარბონატული წყლები, რომლებიც ქმნიან მრავალ აბანოს საკურორტო მკურნალობისთვის. პაციენტები მიიჩნევდნენ, რომ როდესაც დაშლილი რადონი სხეულში შევიდოდა, ყველა სახის დაავადებას, მათ შორის უნაყოფობასა და დამბლასაც განკურნავდა“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ქალაქის ყველაზე ცნობილი აბანო იოსებ სტალინისთვის 4000-მა მუშამ ააშენა.

„ბიბისი“ წყლატუბოს ახალ სიცოცხლეზეც წერს და აცხადებს, რომ დამანგრეველი 90-იანი წლების ომიდან 25 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, ქალაქი თავის ტურისტულ პოტენციალს იბრუნებს.

რეაბილიტირებულ წყალტუბოს სტატიის ავტორი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, ამის არგუმენტად კი 2015-დან 2018 წლამდე წყალტუბოში ვიზიტორების გაორმაგებულ რაოდენობას ასახელებს.