ასპინძის მერიამ ტრენაჟორების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა

661

დაბა ასპინძაში, ე.წ სამკუთხა პარკში, ქუჩის ტრენაჟორების შესყიდვასა და დამონტაჟებაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დაბაში 10 სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორი დამონტაჟდება, ასევე, მოეწყობა საჩრდილობელი ფანჩატურიც.

ტრენაჟორები 14 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება განკუთვნილი.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადებების მიღება ცხრა ოქტომბერს დაიწყება და 11 ოქტომბერს 12:00 საათზე დასრულდება. მერიას ტენდერის სავარაუდო ღირებულებად 17 000 ლარი აქვს განსაზღვრული.