სოფელ მეტეხი-ქვემო გომი-ნათლისმცემლის ეკლესიის შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

1330

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ მეტეხი-ქვემო გომი-ნათლისმცემლის ეკლესიის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

“მოასფალტდა 5.5 კილომეტრი გზის მონაკვეთი, მოეწყო რკინაბეტონის სანიაღვრე მონოლითური ღარები, ეზოებში შესასვლელები, მილხიდები, დაიხაზაგზა, მოეწყო საგზაო ნიშნები და ცინოლალპოდის ზღუდარები.

ასფალტირებულმა გზამ მოიცვა მეტეხის ღვთისმშოლის ეკლესიის, მეტეხის საჯარო სკოლის, მეტეხის დევნილთა დასახლების, ქვემო გომის ნათლისცემლის ეკლესიის, ქვემო გომის საჯარო სკოლის და საბავშო ბაღის წინა ტერიტორიები. სოფელ ქვემო გომის დაზიანებული გზა, ადამიანებსა და ტრანსპორტს გადადგილების მუდმივ დისკომფორტს უქმნიდა, კეთილმოწყობილი გზა კი აღნიშნულ პრობლემას სრულად აღმოფხვრის – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა“, – აცხადებენ კასპის მუნიციმაპლიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, გზის მოასფალტების სამუშაოები, საქართველოს საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვბეულმა შპს „იბოლია“-მ და შპს „შარა“-მ შეარულეს, რომელზეც 2 962 869 ლარი დაიხარჯა.