ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობის დაფინანსება იზრდება

111

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

წელს საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობაში, კრედიტის დაფინანსების ნაწილის 143.9 მლნ ლარით შემცირება იგეგმება, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ნაწილის – 36.7 მლნ ლარით გაზრდა. ამის შესახებ აღნიშნულია 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განმარტებითი ბარათით.

საგზაო პროექტებში გამოთავისუფლებული რესურსით იზრდება:

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB) დაფინანსება 125,8 მლნ ლარით. მათ შორის კრედიტის ნაწილში 106 მლნ ლარი. ჯამურად ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ათვისებული იქნება 270.7 მლნ ლარი;

ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობის დაფინანსება იზრდება 20,5 მლნ ლარით და ჯამურად 74.5 მლნ ლარით განისაზღვრება;

საავტომობილო გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვის დაფინანსება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან შიდა გზებს, იზრდება 107 მლნ ლარით და ჯამურად ამ მიმართულებით 588.2 მლნ ლარი მიიმართება.