ახალციხის რვა სოფელში საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა

57

ახალციხის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოსაწყობად, თვითმმართველობა ტენდერებს აცხადებს. მათი საერთო ღირებულება 108 242 ლარია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული ერთი ტენდერის ფარგლებში, საპირფარეშოები მოეწყობა წყორძაში, ფერსაში, გიორგიწმინდასა და ანდრიაწმინდაში, საერთო ღირებულებით 54 121 ლარი.

მეორე ტენდერის მიხედვით კი, ასეთივე საპირფარეშოები უნდა მოეწყოს ივლიტაში, წყრუთში, სვირსა და აწყურში. თანხის საერთო ოდენობა, ამ შემთხვევაშიც, 54 121 ლარია.

სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

„ამ წელს სხვა სოფლებში საპირფარეშოების მოწყობა არ იგეგმება. ეს სოფლები მათი რწმუნებულების თხოვნით შეირჩა“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

საპირფარეშოების მოსაწყობად ტენდერები 20 სექტემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი ორ ნოემბერს დასრულდება.